რა არის სავალუტო იდენტიფიკაცია?
Wallet One სისტემაში გამოყენებულია „სავალუტო“ იდენტიფიკაციის პრინციპი, ასე რომ იდენტიფიკაციის გზის არჩევის დროს თქვენ გადიხართ იდენტიფიკაციის პროცედურას კონკრეტულ (ან რამდენიმე) ვალუტაში.
იდენტიფიკაციის მოთხოვნები დამოკიდებულია კონკრეტული ვალუტის ოპერატორზე. ერთი ვალუტის ოპერატორის მიერ ჩატარებული იდენტიფიკაცია შეიძლება არ გავრცელდეს მისგან განსხვავებულ სხვა ვალუტაზე. მაგალითად, KZT-ს ოპერატორის მიერ ჩატარებული იდენტიფიკაცია არ ვრცელდება RUB-ზე, და RUB-ში ოპერაციების ჩასატარებლად თქვენ უნდა გაიაროთ RUB-ის ოპერატორის იდენტიფიკაცია თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით.
გთხოვთ გაეცნოთ იდენტიფიკაციის არჩეული გზის მიხედვით ვალუტების გამოყენების ცხრილს:
იდენტიფიკაციის გზა | რა ვალუტაზე ვრცელდება |
---|---|
მისვლა ოფისში (თბილისი) | GEL, RUB, USD, EUR |
ვიდეო-იდენტიფიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე | GEL, USD, EUR |
გამარტივებული იდენტიფიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე | GEL, USD, EUR |
იდენტიფიკაცია ფულადი გზავნილების სისტემა “Contact”-ის მეშვეობით | RUB, UAH, TJS, USD, EUR, ZAR |
მისვლა ოფისში (მოსკოვი) | RUB, UAH, TJS, USD, EUR, ZAR |
მისვლა ოფისში (ყაზახეთი) | KZT, TJS, USD, EUR, ZAR |
ნოტარიულად დამოწმებული განაცხადი | RUB, UAH, TJS, USD, EUR, ZAR |
ვიდეო-იდენტიფიკაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე | RUB, UAH, TJS, USD, EUR, ZAR |
ონლაინ-იდენტიფიკაცია დოკუმენტების ფოტოებით | UAH, TJS, USD, EUR, ZAR |