უსაფრთხოება

უსაფრთხოება


რამდენად უსაფრთხოა “ერთიანი საფულე” Wallet One?

საგადახდო სისტემა Wallet One ლიცენზირებულია ზედამხედველობის ორგანოს მიერ თითოეულ წარმომადგენლობით ქვეყანაში, შესაბამისად, აბსოლუტურად უსაფრთხოა. Wallet One იყენებს უსაფრთხოების შემდეგ სტანდარტებს: PCI DSS, SSL-პროტოკოლი, უსაფრთხოების სისტემას Verified by Visa и MasterCard SecureCode.

PCI DSS — უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი, საგადახდო ბარათების წარმოების უსაფრთხოების სტანდარტების თანახმად საბჭოს მიერ შემუშავებული (Payment Card Industry Security Standards Council). იგი გვიყენებს 12 მოთხოვნას უსაფრთხო სისტემების შექმნასა და მომსახურებაში და მიღებულია უმსხვილესი საერთაშორისო საგადახდო სისტემების მიერ. Wallet One ყოველდღიურად გადის ტესტირებებს PCI DSS-ის სტანდარტების მიხედვით.

SSL-პროტოკოლი (Secure Sockets Layer) — კრიპტოგრაფიკული სატრანსპორტო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის უსაფრთხოებას.

Verified by Visa — გადახდების განხორციელებისას უსაფრთხოების დამატებითი ტექნოლოგია, შემუშავებული გადახდის სისტემა Visa-ს მიერ.

MasterCard SecureCode — დამატებითი უსაფრთხოება საბანკო MasterCard ბარათებით გადახდებზე.

ასევე ჩვენ ვიყენებთ ანტიფროდსისტემას, განკუთვნილი თაღლითური გადახდების გამოაშკარავებისთვის. ამით Wallet One კიდევ უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო საგადახდო სისტემაა ყველასთვის, თაღლითების გარდა.


ერთიანი საფულის უსაფრთხოების ძირითადი წესები მომხმარებლებისთვის

Wallet One აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მომსახურება იყოს სანდო და უსაფრთხო. მიუხედავად ამისა, თქვენც უნდა იზრუნოთ თქვენი ფულის უსაფრთხოებაზე.

პაროლი

საიმედო პაროლი — უსაფრთხოების პირველი მთავარი წესი. კარგი პაროლი შედგება ციფრებისა და ასოებისგან, მოიცავს არანაკლებ 6 სიმბოლოს. პაროლის მოფიქრებისას არ გამოიყენოთ თქვენთან პირდაპირ დაკავშირებული რიცხვები (ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი, პასპორტის ნომერი).
არ ჩაიწეროთ პაროლი (არ შეინახოთ ტელეფონში ან კომპიუტერში). რა თქმა უნდა, დღესდღეობით ყველას გვიწევს უამრავი პაროლის შექმნა, ყველას დამახსოვრება კი იოლი არ არის. თუმცა, თქვენი საფულე არ უნდა იყოს საფრთხეში. პაროლის დამახსოვრება მარტივია — საკმარისია ხშირად შეხვიდეთ თქვენი საფულის პროფილში!

ანტივირუსი

ანტივირუსის დაყენება მნიშვნელოვანია თქვენს კომპიუტერში შენახული ნებისმიერი მონაცემის დაცვისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დაგიცავთ ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპარვისგან, როგორიცაა: საფულის პაროლი, საბანკო რეკვიზიტები ან საბანკო ბარათის ნომრები.

საფულის რა ინფორმაცია არ უნდა გავუმხილოთ სხვა ადამიანს?

არავის აცნობოთ თქვენს საფულესთან დაკავშირებული ინფორმაცია, გარდა საფულის ნომრისა. მეტიც, ერთიანი საფულით სარგებლობისას ამასაც შეგვიძლია თავი ავარიდოთ: ჩვენს მომხმარებლებს ხომ ერთმანეთთან თანხის გადატანა ტელეფონის ნომრით ან ელ-ფოსტითაც შეუძლიათ.

მნიშვნელოვანი წესები, რომელიც უნდა გახსოვდეთ

იყავით ყურადღებით: ზოგიერთი ვებგვერდი ყალბია და თავს ნამდვილ Wallet One ვებგვერდად გაჩვენებენ.
ამ ვებგვერდებზე შესვლამ, შესაძლოა გამოიწვიოს ფულადი სახსრების და პირადი მონაცემების დაკარგვა.
ჩვენი რეკომენდაციაა, რომ უარი თქვათ ასეთ ვებგვერდზებზე შესვლაზე.

იმისათვის, რომ თავი აარიდოთ არასასიამოვნო სიტუაციას, საკმარისია გაითვალისწინოთ მარტივი წესები:

  • არ შეიყვანოთ თქვენი ლოგინი, პაროლი, მობილურის ნომერი ისეთ ვებგვერდზებზე, რომლებსაც არ ენდობით. არ გააგზავნოთ თქვენი მობილურიდან სმს შეტყობინებები, ასეთ ვებგვერდებზე მითითებულ ნომრებზე.
  • ლოგინის, პაროლის და სმს შეტყობონიებით მიღებული კოდის შეყვანისას, დარწმუნდით, რომ ბრაუზერში, ვებგვერდის ჩასაწერ ადგილას მითითებულია: www.walletone.com
  • თავი მოარიდეთ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის გაცემას (თქვენ ელ.საფულეზე შესვლისათვის აუცილებელი მობილურის ნომერი, ლოგინი და პაროლი, საბანკო ბარათების პინკოდები, სმს პაროლები).
  • ყურადღება მიაქციეთ თქვენი გაჯეტის ან კომპიუტერის უსაფრთხოებას: რეგულარულად განაახლეთ და გამოიყენეთ ანტივირუსები და დაცვითი პროგრამები.
  • არც ერთ შემთხვევაში, არავის გაანდოთ თქვენი პაროლი, შეინახეთ სანდო ადგილას.
  • არ ჩაწეროთ გადახდების პაროლები უცხო ვებგვერდზებზე, უცხო გაჯეტებიდან და კომპიუტერებიდან.
  • გამოიყენეთ ერთჯერადი პაროლები ელ.საფულეზე შესვლისთვის და გადახდების შესრულებისთვის.
  • გახსოვდეთ, რომ ერთიანი საფულის თანამშრომლები არასოდეს გთხოვენ პაროლების და სმს შეტყობინებით მიღებული კოდების გამხელას.
  • გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, გადარეკეთ ოფიციალური „ცხელი ხაზების„ ნომრებზე, ასევე დაურეკეთ იმ ადამიანებს, რომლებიც დახმარებას გთხოვენ და ა.შ.
  • გადაუღეთ სქრინშოტი საეჭვო წერილს ან ვებგვერდს და მიაწოდეთ ჩვენი მხარდაჭერის ჯგუფს ინციდენტის ყველა დეტალი, რომელსაც ფლობთ. ყველა დეტალი მნიშვნელოვანია! იყავით ყურადღებიანი და აქთიური მსგავს სიტუაციებში.
  • მიღებულ საეჭვო წერილზე შეგიძლიათ იჩივლოთ პირდაპირ ელ.ფოსტაში ან მესენჯერში.

ფიშინგი

ფიშინგი (ასევე მისი ნაირსახეობები: ვიშინგი, ფარმინგი, კლიკფორდი და სხვა) — ინტერნეტ-თაღლითობის სახეობა, რომლის მიზანი არის წვდომის მიღება მომხმარებლის კონფიდენციალურ მონაცემებზე: ლოგინები და პაროლები, ამასთანავე, თაღლითი თავს დამაჯერებლად ასაღებს ცნობილ საგადახდო ორგანიზაციად.

როგორც წესი, ისინი აგზავნიან წერილს, სადაც მოცემულია თაღლითური ვებგვერდის ბმული. ერთი შეხედვით, ის შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც თქვენს პროფილში ან სისტემის ვებგვერდზე გადასასვლელი ბმული. შეტყობინება შესაძლოა შეიცავდეს მცდარ ინფორმაციას ანგარიშის ბლოკირებაზე, თანხის გადარიცხვასა ან მოგებულ ფულად პრიზზე. მსგავსი წერილის მიღების შემთხვევაში, იყავით ყურადღებით!

  • თქვენ ნამდვილად იმყოფებით ერთიანი საფულის ვებგვერდზე, თუ ბრაუზერის ვებგვერდის მისამართში მითითებულია https ან ბოქლომის ნიშანი („დაცულია„) ასევე დომენი www.walletone.com.
  • ერთიანი საფულის მიერ გამოგზავნილ წერილებს, ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
    • ყველა ბმულს და ღილაკს გადაყავხართ ერთიანი საფულის ვებგვერდზე (ბრაუზერში, ვებგვერდის მისამართის ველში მითითებული არის https ან ბოქლომის ნიშანი („დაცულია„)).
    • გამგზავნის მისამართი (მიაქციეთ ყურადღება: მისამართი, და არა სახელი) შეიცავს @walletone.com.
    • წერილში არ არის მიბმული ფაილები.
    • წერილის ტექსტი არ შეიცავს მოთხოვნებს (თხოვნებს) გასცეთ თქვენი პაროლი და სხვა პერსონალური ან საგადახდო მონაცემები.

თუ მიიღებთ საეჭვო ბმულს, გვაცნობეთ მისამართზე security@walletone.com, ან შედით antiphishing.ru-ზე და ბმული ჩასვით ვებგვერდის სპეციალურ ფორმაში.


რა არის იდენტიფიკაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი?

იდენტიფიკაცია — საფულის მფლობელის შესახებ უტყუარი ინფორმაციის მიღება. იგი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად და წარმოადგენს აუცილებლობას წინასწარ განსაზღვრული ლიმიტებით ფინანსური ოპერაციების შესასრულებლად.

მომხმარებელთა იდენტიფიკაცია — ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა საგადახდო სისტემის უსაფრთხოებისთვის. იგი აუცილებელია, რათა თქვენ იყოთ დარწმუნებული, რომ თქვენი ფული უსაფრთხოდ დაცულია.

იდენტიფიკაციის შესრულებამდე თქვენი საფულის ანგარიში მიიჩნევა ანონიმურად. ეს ხელსაყრელია თაღლითებისთვის, მაგრამ არა მომხმარებელთათვის, ვისაც სურს თავისი თანხა იყოს დაცული.

ზუსტად ამიტომ აჯობებს, რომ იდენტიფიკაციის პროცედურას მიუდგეთ სრული სერიოზულობით.

იდენტიფიკაციის გავლა შესაძლებელია პირად პროფილში


როგორ გავაძლიეროთ საფულის უსაფრთხოება?

თქვენი საფულის უსაფრთხოება შეგიძლიათ გააძლიეროთ Google Authenticator-ის დაყენებით. ამის შემდეგ ყოველთვის როცა შეასრულებთ ნებისმიერი ტიპის ოპერაციას თქვენი საფულიდან, აპლიკაცია თქვენთვის ერთჯერად პაროლს დააგენერირებს.

როგორ გავაკეთოთ:

  1. დააჭირეთ ბანერს “საფულის უსაფრთხოების გაძლიერება” პირად პროფილში. თქვენ მას აუცილებლად შენიშნავთ.
  2. დააჭირეთ App Store-ის ან Google Play-ს ღილაკს. ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ SMS-ით აპლიკაციების მაღაზიის ბმულს.
  3. გადმოქაჩეთ? დაბრუნდით პირად პროფილში. კიდევ ერთხელ დააჭირეთ “საფულის უსაფრთხოების გაძლიერება”-ს და მონიშნეთ “მე დავაყენე აპლიკაცია”.
  4. დაასკანერეთ მოცემული QR-კოდი.
  5. შეიყვანეთ პაროლი, რომელსაც კოდის დასკანერების შემდეგ SMS-ით მიიღებთ.