რა არის სავალუტო იდენტიფიკაცია?

რა არის სავალუტო იდენტიფიკაცია?

Wallet One სისტემაში გამოყენებულია „სავალუტო“ იდენტიფიკაციის პრინციპი, ასე რომ იდენტიფიკაციის გზის არჩევის დროს თქვენ გადიხართ იდენტიფიკაციის პროცედურას კონკრეტულ (ან რამდენიმე) ვალუტაში.

იდენტიფიკაციის მოთხოვნები დამოკიდებულია კონკრეტული ვალუტის ოპერატორზე. ერთი ვალუტის ოპერატორის მიერ ჩატარებული იდენტიფიკაცია შეიძლება არ გავრცელდეს მისგან განსხვავებულ სხვა ვალუტაზე. მაგალითად, KZT-ს ოპერატორის მიერ ჩატარებული იდენტიფიკაცია არ ვრცელდება RUB-ზე, და RUB-ში ოპერაციების ჩასატარებლად თქვენ უნდა გაიაროთ RUB-ის ოპერატორის იდენტიფიკაცია თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი გზით.

გთხოვთ გაეცნოთ იდენტიფიკაციის არჩეული გზის მიხედვით ვალუტების გამოყენების ცხრილს:

იდენტიფიკაციის გზარა ვალუტაზე ვრცელდება
მისვლა ოფისში (თბილისი)GEL, RUB, USD, EUR
ვიდეო-იდენტიფიკაცია საქართველოს ტერიტორიაზეGEL, USD, EUR
გამარტივებული იდენტიფიკაცია საქართველოს ტერიტორიაზეGEL, USD, EUR
იდენტიფიკაცია ფულადი გზავნილების სისტემა “Contact”-ის მეშვეობითRUB, UAH, TJS, USD, EUR, ZAR
მისვლა ოფისში (მოსკოვი)RUB, UAH, TJS, USD, EUR, ZAR
მისვლა ოფისში (ყაზახეთი)KZT, TJS, USD, EUR, ZAR
ნოტარიულად დამოწმებული განაცხადიRUB, UAH, TJS, USD, EUR, ZAR
ვიდეო-იდენტიფიკაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზეRUB, UAH, TJS, USD, EUR, ZAR
ონლაინ-იდენტიფიკაცია დოკუმენტების ფოტოებითUAH, TJS, USD, EUR, ZAR