შეიძლება თუ არა Wallet One-დან QIWI საფულეს შევსება?
დიახ, ეს შესაძლებელია, ვირტუალური QIWI Visa Card-ით, რომელიც ეძლევა QIWI საფულის ყველა მომხმარებელს.
ბარათის რეკვიზიტები შეგიძლიათ ნახოთ განყოფილებაში „საბანკო ბარათები“, ქვეგანყოფილება „QIWI ბარათები“, „QIWI საფულის“ პირად პროფილში. დააჭერთ ღილაკს „რეკვიზიტების გამოგზავნა“, და თქვენს ტელეფონზე მოვა SMS იმ რეკვიზიტებით, რომლებიც აკლია (სხვა რეკვიზიტები მითითებულია QIWI-ს საიტზე).
QIWI საფულის ბალანსზე თანხის გადასარიცხად Wallet One თქვენი პირადი პროფილის განყოფილებაში „გადარიცხვები“ აირჩიეთ „საბანკო ბარათზე“, შემდეგ შეიყვანეთ QIWI ბარათის რეკვიზიტები და განახორციელეთ გადარიცხვა.
რადგან ბარათისა და საფულის ანგარიშები გაერთიანებულია, აღნიშნული თანხა შევა QIWI საფულის ბალანსზე.