GEL ვალუტაში იდენტიფიკაციის გზები

GEL ვალუტაში იდენტიფიკაციის გზები

1-ლი გზა: კლიენტის იდენტიფიკაცია ოფისში, პირადად კლიენტის თანდასწრებით

ამ გზით პიროვნების იდენტიფიკაციის გასავლელად თქვენ წინასწარ უნდა შეავსოთ საიტზე განთავსებული განაცხადის ფორმა (1-ლი გზა), და უკვე შევსებული და ამობეჭდილი განცხადებით და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნით მოხვიდეთ ჩვენს ოფისში. იდენტიფიკაციისათვის შეიძლება საჭირო გახდეს პირადობის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტი.

საქართველოში იდენტიფიკაციის გავლა ოფისში ვიზიტით შესაძლებელია, როგორც ქართულ ლარში, ასევე უკვე რუსულ რუბლში.

საქართველოში იდენტიფიკაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. 27გ., ტელეფონი: +995 (32) 203 33 33.

ოფისის სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

იდენტიფიკაციის გავლისთვის აუცილებელია თან იქონიოთ საერთაშორისო პასპორტი, ან პირადობის დამადასტურებელი ID ბარათი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ოფისში ვიზიტისას თან იქონიოთ შევსებული განაცხადი. რუსულ რუბლში იდენტიფიკაციის სურვილის შემთხვევაში, განაცხადი საჭიროა შევსებული იყოს მხოლოდ რუსულ ენაზე.

მე-2 გზა: კლიენტის ვიდეო-იდენტიფიკაცია ვიდეოკავშირის სეანსის საშუალებით

ვიდეო-იდენტიფიკაციის პროცესი მიმდინარეობს ქართულ ენაზე, თქვენი პირადობის დამადასტურებელი ორი დოკუმენტის გამოყენებით. ეს გზა საშუალებას გაძლევთ იდენტიფიკაცია გაიაროთ თქვენთვის სასურველ პირობებში და დიდი დრო არ დახარჯოთ.

ამ გზით იდენტიფიკაციის გასავლელად თქვენს პირად პროფილში უნდა ჩაატაროთ შემდეგი მოქმედებები: კონფიგურაცია – იდენტიფიკაცია და ლიმიტები – იდენტიფიკაციის გავლა და ლიმიტის გაზრდა. შემდეგ მითითებული
გზებიდან აირჩიეთ „ვიდეო-იდენტიფიკაცია“.

ყურადღებით შეავსეთ თქვენი პირადი პროფილის ინფორმაცია და განცხადება ზუსტად პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მონაცემების შესაბამისად. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებად მივიღებთ:

  • პირადობის მოწმობა
  • პასპორტი.

უცხოელი მოქალაქეებისთვის:

  • უცხოელი მოქალაქის პასპორტი.
მიაქციეთ ყურადღება: განცხადების შევსების შემდეგ, განაცხადის გაგზავნამდე, კიდევ ერთხელ ყურადღებით შეამოწმეთ განცხადების და თქვენი პროფილის შევსების სისწორე.

შეცდომების არსებობის შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ მიიღება!

დაბეჭდეთ განცხადება, ხელი მოაწერეთ მას, გადაიღეთ მისი ფოტო და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორი ფოტო. დაურთეთ ეს ყველაფერი განცხადებას შემოთავაზებული ალგორითმის მიხედვით, შეარჩიეთ ვიდეო-ზარის ყველაზე ხელსაყრელი დრო და თქვენი უნიკალური მომხმარებლის სახელი და გააგზავნეთ განაცხადი.

სპეციალისტთან კავშირი მოსალოდნელია უკვე ერთი სამუშაო დღის შემდეგ განაცხადის შეტანიდან. ვიდეო-იდენტიფიკაციის პროცესში მზად იყავით:

  • თქვენი ელექტრონული გადახდის საშუალების (საფულის) მონაცემების შესამოწმებლად
  • თქვენს მიერ განცხადებაში მითითებული პირადობის დამადასტურებელი ორივე დოკუმენტის წარმოსადგენად.

შეფერხებების, უხარისხო კავშირისა და გამოსახულების შემთხვევაში იდენტიფიკაციის პროცესი შეიძლება შეწყდეს.

მე-3 გზა: კლიენტის იდენტიფიკაცია იმ პირის მიერ, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს თავისი საქმიანობა
როგორც ნოტარიუსმა

ამ გზით იდენტიფიკაციის ჩატარებისათვის საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტების ფერადი ფოტოების/დასკანირებული ასლების წარმოდგენა:

  • ნოტარიულად დამოწმებული განაცხადი იდენტიფიკაციის შესახებ
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა (გვერდით თქვენი ფოტოთი და რეგისტრაციის მისამართით).

ეს დოკუმენტები შეიძლება გაიგზავნოს ნებისმიერი მოსახერხებელი ფორმით, მათ შორის ფოსტით, მისამართზე: ქ. თბილისი. ა.მიცკევიჩის 27გ

მე-4 გზა: გამარტივებული იდენტიფიკაცია

ამ გზით იდენტიფიკაციისათვის უნდა შეიტანოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • გვარი, სახელი, მამის სახელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და ნომერი.
  • საჭიროა აგრეთვე დაადასტუროთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოვა SMS კოდით, რომელიც უნდა შეიყვანოთ გამარტივებული იდენტიფიკაციის დასასრულებლად.